ნიკა ჩიტაძე - მგონია, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით

მგონია, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით, -   ამის შესახებ  Front News-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა. 

მისი თქმით,  საერთო სახალხო მოძრაობის აქტიურობა მნიშვნელოვანია, თუმცა ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. 

"გადადგომის მოთხოვნა უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ამასთანავე  უნდა გააქტიურდეს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების მოთხოვნა.  

მგონია,  რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით. ევროკავშირიც დაინახავს, რომ ხელისუფლება მიდის დათმობაზე,  ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმდენ, შეიძლება, ეს გაითვალისწინოს და არ დავკარგოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსი.  რაც შეეხება აქციებს,  უნდა გაგრძელდეს, რომ ხელისუფლებამ დაინახოს ძალა, მაგრამ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი“, - განაცხადა ჩიტაძემ.   

რაც შეეხება საპროტესტო მოძრაობაში  პოლიტიკოსების ჩართულობას, ნიკა ჩიტაძის აზრით, ამას თავისი როგორც  დადებითი და  ასევე უარყოფითი მხარეები აქვს.  

"ბევრს აღიზიანებს პოლიტიკოსები, არც ერთ პარტიას არ უჭერენ მხარს და  სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიმართ უფრო ნდონით არიან განწყობილი. მეორე მხრივ, პოლიტიკოსების გარეშე პოლიტიკური პროცესი ვერ გამოვა“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. 

მისივე თქმით, ხელისუფლების პროპაგანდა ისე მუშაობს, გამორიცხული არ არის,  რომ მასშტაბური აქცია ხელისუფლებამაც გამართოს.   

"არ არის  გამორიცხული, რომ "ოცნებამაც" გამოიყვანოს ქუჩაში თავისი მომხრეები. არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ხელისუფლებამ ააცილა ქვეყანას ომი და მოუტანა მშვიდობა,  თითქოს ოპოზიციონერებმა დააკარგვინეს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. არიან ასეთი ადამიანებიც, რომლებიც იჯერებენ, რასაც პროპაგანდა ეუბნებათ.  ან  არც სჯერათ, მაგრამ აწყობთ, რომ დაიჯერონ,  ესეც გასათვალისწინებელია“, - განაცხადა ჩიტაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები