გიგა მაქარაშვილი - ბატონო თორნიკე, გირჩევნიათ, მშვიდად, წყნარად დატოვოთ თანამდებობა, აღარაფერი აღარ გიშველით

ბატონო თორნიკე, გირჩევნიათ, მშვიდად, წყნარად დატოვოთ თანამდებობა, აღარაფერი აღარ გიშველით, თქვენი საქმე წასულია, - ასე გამოეხმაურა საერთო სახალხო მოძრაობის "შინ ევროპაში“ წევრი გიგა მაქარაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის დღევანდელ განცხადებას. 

მისი თქმით, ძნელია უპასუხო კაცს,  რომელიც ზუსტად ისე ლაპარაკობს, როგორც პრორუსი მოძალადეები. 

"ძნელია უპასუხო კაცს,  რომელიც ზუსტად ისე ლაპარაკობს,  როგორც პრორუსი მოძალადეები. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი შესაძლებლობების რეგიონს ასეთი პირი მართავს. ძალიან გაუჭირდა ალბათ, „ქართულ ოცნებას“.  რამდენიმე დღე ვეღარ მიხვდენ, რა გააკეთონ,  ყველა ხერხი სცადეს, ფაქტია, რომ ადამიანების ბრაზი ამით კიდევ უფრო მატულობს, რაც ძალიან არ აწყობთ. ბოლოს მოიფიქრეს, რომ იქნებ შევაშინოთ, ან ცოტა უფრო მაღალი თანამდებობის პირებმა ილაპარაკონ აგრესიული ტონით.  ბატონებო, აღარაფერი აღარ გიშველით, თქვენი საქმე წასულია. 

ბატონო თორნიკე, გირჩევნიათ, მშვიდად, წყნარად დატოვოთ თანამდებობა, გადააბაროთ ეს მნიშვნელოვანი თანამდებობა იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია, აჭარა კიდევ უფრო ლამაზი გახადონ“, - განაცხადა მაქარაშვილმა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძემ  საერთო სახალხო მოძრაობის წევრები "ლიბერასტებად" მოიხსენია და აღნიშნა,  არ ჰგონია, რომ  ქართველი ხალხის ნება იყოს,  "ლიბერასტების" ჩრდილოვან კაბინეტს გადააბარონ ხელისუფლება. 

საერთო სახალხო მოძრაობა "შინ ევროპისკენ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და „ეროვნული თანხმობის მთავრობის“ ჩამოყალიბებას ითხოვს.

უახლესი ამბები