ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს სხვადასხვა ფორმატის საშუალებით უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკურ ურყევ მისწრაფებებზე. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ - „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტს“, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს. ლელა ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა ფინეთის მხარეს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ფინეთის აქტიური ჩართულობისთვის. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის, ტოტალური თავდაცვისა და რეზერვის მობილიზაციის კუთხით, ასევე სამხედრო განათლების მიმართულებით. 

შეხვედრის დასასრულს ლელა ჩიქოვანმა ფინეთის თავდაცვის ატაშეს მადლობის სიგელი გადასცა. პოლკოვნიკ ჯუჰა მაკელას საქართველოში ფინეთის თავდაცვის ატაშის პოზიციაზე ვიცე-პოლკოვნიკი ჰარი ვეილ ჰენრიკ პალდანიუსი შეცვლის.

მსგავსი სიახლეები