"ალტ-ინფოს" პარტიის მთვრალი წევრები და მხარდამჭერები "ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

"ალტ-ინფოს“ პარტიის მთვრალი წევრები და მხარდამჭერები "ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როდესაც გადამღები ჯგუფი საქმიანობას საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდნენ. 

"ტვ მონიტორინგის" გადამღები ჯგუფის ცნობით, რადიკალებმა ფიზიკური და სიტყიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს. გარდა ამისა, მოძალადე ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს პასუხს იმის გამოც სთხოვდა, რომ ტელევიზიას დასავლური კურსი აქვს აღებული და მათი მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას ეწინააღმდეგება.

"თავს დაგვესხნენ "ალტ-ინფოს" მთვრალი მხარდამჭერები. სამნი იყვნენ. 60 წლამდე იქნებოდნენ. გვთხოვდნენ საქმიანობა შეგვეწყვიტა და მათი მოთხოვნა რომ არ შევასრულეთ, გადმოვიდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაზე. გვაგინეს და საშინელ სიტყვებს გვეძახდნენ. ჰქონდათ აპარატურის წართმევის მცდელობაც", - აცხადებს ჟურნალისტი.

"ევროპის მომხრეები ხართ?" კი და ყველას დედას შევ**ცით, ვისაც ამერიკა და ევროპა უნდა. ყველას დედას შევ**ეცით, ვინც ტრ**ის მიცემით ცდილობს ევროპაში შესვლას - ბო**ები ხართ", - ასე მიმართავდნენ მოძალადეები "ტვ მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს.

"პროფესიული ნიშნით განხორციელებული დევნის და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე მოვითხოვთ რაგირებას შესაბამისი უწყებების მხრიდან.  აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფს ,,კონსერვატორები“ თავს ესხმიან", - აღნიშნულია ტელევიზიის განცხადებაში. 

"ტვ მონიტორინგი" 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები