სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტების მიმართვის საფუძველზე, სახალხო დამცველმა გიგი გიგიაძის საქმეზე დისკრიმინაციული მოპყრობა დაადგინა.

გიგი გიგიაძე 24-წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე უმაღლესი რანგის კარიერული დიპლომატია. ბოლოს ის დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად  მსახურობდა. 

მას შემდეგ, რაც მან 2020 წლის 7 ოქტომბერს პირად ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსით საჯარო სოლიდარობა გამოუცხადა ე.წ. “კარტოგრაფების საქმის” ერთ-ერთ ფიგურანტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ივერი მელაშვილს, მას დიპლომატიური სამსახურის ვადა აღარ გაუგრძელეს და რეზერვში ჩარიცხვიდან 13 თვის განმავლობაში აღარც ახალი სამსახური შესთავაზეს, სამინისტროში არსებული ათობით ვაკანსიის მიუხედავად. 

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ გიგი გიგიაძისთვის დიპლომატიური სამსახურის ვადის გაგრძელებაზე უარი და ასევე, არსებულ ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განუხილველობა,  განსხვავებული მოსაზრების გამოთქმის გამო მის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას წარმოადგენს. 

უახლესი ამბები