ვატო წერეთელი - აუცილებლად უნდა დაკითხოს პროკურატურამ გენერალური პროკურორი, რადგან ის იყო ორივე ადგილზე სავარაუდო თვითმხილველი

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი 30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდართან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხეს.

"პირველი მე ვიყავი გამოკითხვაზე, როგორც ვიცი, ჯერ არც ოხანაშვილი, მგალობლიშვილი, ოდიშარია, ზარქუა არ დაკითხულან. ჩემთან თანმხლები პირები ვინც იყვნენ, ჯერ არავინ დაკითხულა. რაც ვიცოდი, ყველაფერი ვუპასუხე. იყო კითხვა, რას უკავშირებთო და პირდაპირ ვუთხარი, ეს იყო დაგეგმილი, აშშ-სთვის მიეყენებინათ შეურაცხყოფა და ჩემი შეშინება, იმიტომ რომ ეს სიგიჟე "ოცნებას" თუ მოუვიდოდა, თორემ ნებისმიერ ადგილზე დამხვდებოდნენ და მცემდნენ, ქვეყანას ამ სირცხვილს აარიდებდნენ. დაიწყო გამოძიება, მინდა მალე მიაწოდოს საელჩომ მასალები და მასალებს რომ ნახავს საზოგადოება, მიხვდება, როგორი პარლამენტარები ჰყავს საქართველოს", - განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს შეესწრო გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძეც და ის პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაკითხოს.

"შოთაძე აუცილებლად უნდა დაკითხონ და გეტყვით რატომ. თუნდაც ეს ინციდენტი რომ მოხდა, ის მანქანაში ჯდებოდა და სავარაუდოდ, ის შეიძლება იყოს ამ თავდასხმის მომსწრე. მანამდე, ადამიანებს რომ ვხვდებოდი, თუნდაც ოხანაშვილი ორ მეტრში იდგა მასთან და სავარაუდოდ, ეს დაინახა მან, ჩვენი კომუნიკაცია ოხანაშვილთან, ამიტომ აუცილებლად უნდა დაკითხოს პროკურატურამ გენერალური პროკურორი, რადგან ის იყო ორივე ადგილზე, სავარაუდო თვითმხილველი. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ ქვეყანაში გენერალური პროკურორი ხარ თუ ბიძინა ივანიშვილი, კანონი არის კანონი და ვფიქრობ, უნდა დაიკითხოს", - აცხადებს წერეთელი. 

მსგავსი სიახლეები