ირაკლი შოთაძე - 2013 წლიდან მოყოლებული ფარცხალაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია პროკურატურასთან, ესაა უბრალოდ სპეკულაცია

ფარცხალაძესთან დაკავშირებით სუსში გამოძიება მიმდინარეობს, არსებობს გამოძიების ინტერესები და იმ ფარგლებს ვერ გავცდები, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

"სუსში მიმდინარეობს გამოძიება აშშ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა საგამოძიებო დეტალებზე, ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძიებას სუსი აწარმოებს.

ჩვენ საპროკურორო ზედამხედველობას ვახორციელებთ. მიმდინარეა გამოძიება, არსებობს გამოძიების ინტერესები და ვერ გავცდები იმ ფარგლებს, რაზეც უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა. არაერთი სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

2013 წლიდან მოყოლებული, ფარცხალაძეს არანაირი შეხება არ ჰქონია პროკურატურასთან და არ შეიძლებოდა, ჰქონოდა. ესაა უბრალოდ სპეკულაცია. საჯარო ღონისძიებებზე მქონია შეხვედრები. ჩვენი სამსახურებრივი ურთიერთობა საჯაროდ ცნობილია, ყოფილა მასთან კომუნიკაცია, თუმცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ შეხვედრა არ მქონია. საჯაროდ ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ სამსახურებრივი ურთიერთობა გვქონდა. აშშ-ის განცხადებაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ, ამაზე გამოძიება მომდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები