ბაჩო დოლიძე - საერთოდ არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში, რომ პარტიიდან მოხდა დისტანცია

ახლა ნომერ პირველი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, ვერავითარი პოლიტიკა წინ ვერ იქნება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

"ჩვენი პარტიის წევრები როცა დადიან მოსანახულებლად, პირველი და უმთავრესი საკითხი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გზები, როგორ შეიძლება, შევუნარჩუნოთ სიცოცხლე. ძალიან გაკვირვებული ვარ იმ სპეკულაციებით, რაც წამოიწყო ბოლო ორი დღის განმავლობაში. ვერ გეტყვით, ეს მედიის ინტერპრეტაციაა, თუ მართლაც მოხდა მსგავსი ტიპის კომუნიკაცია, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, თუმცა, მსგავსი არც დამოკიდებულებაა, არც კომუნიკაციაა. იცით, პარტიის წევრები ჩვეულებრივად შედიან. ის, რომ პარტიიდან მოხდა დისტანცია, საერთოდ არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში.

ჩემთვის გასაკვირია ეს განცხადება. არიან ჩვენი პარტიის წევრები, რომლებიც სისტემატურად ხვდებიან, რა დოზითაც ეძლევათ მათ შესაძლებლობა. მსგავსი ტიპის კომუნიკაცია საერთოდ არ ყოფილა. ეკა ხერხეულიძე შედის სისტემატურად, ლევან ხაბეიშვილი იყო, კობა ნაყოფია შედის, ძალიან ბევრი დეპუტატი შედის რიგითობით. პოლიტიკაზე საერთოდ საუბარი არ არის, ინფორმაციულად შეიძლება, იყოს ზოგად საკითხებზე, მაგრამ ნომერ პირველი საკითხი არის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჟურნალისტების მხრიდან გავიგე ეს განცხადება და ალბათ, ბატონ ვალერს უნდა ვკითხოთ კონკრეტიკა, რატომ წარმოჩნდა ამდენი ინტერპრეტაცია. ჩვენი მხრიდან პარტია მაქსიმუმს აკეთებს, რომ შევინარჩუნოთ მისი სიცოცხლე, ამას თავად გელბახიანიც ხაზს უსვამს ინტერვიუში და დღეს ვისმენ აბსოლუტურად სხვა ინფორმაციას. ამ თემასთან დაკავშირებით იქნება კომუნიკაცია, რის შემდეგაც მეტი განმარტებები იქნება. 

ჩემი აზრით, მეტ ინტერპრეტაციას ჰქონდა ადგილი, ვიდრე რეალობას, რომელიც დღეს არის“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ადვოკატ ვალერიანი გელბახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სრულად ემიჯნება ქართულ პოლიტიკას და "ნაციონალურ მოძრაობას“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები