გუდაურში დაღუპული მფრინავები, მაშველები და ექიმები სამების ტაძრიდან გამოასვენეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების – ლევან ჩოხელის, ზაზა ლორიას, დიმა ქააძის, ანდრო ქუჯოშვილის, მაშველების – კახა ტორჩინავას და გიორგი მარგიანის, ექიმების – ქეთი გულაგაშვილის და გიორგი ვენეცკის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. 

სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ წირვა აღავლინა და სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების პანაშვიდი გადაიხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს ქვეყნის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, დედაქალაქის მერმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა.

მსგავსი სიახლეები