გივი მიქანაძე - საუბარი გვაქვს აპოლოტიკურობასა და ნეიტრალურობაზე, ამ ორგანიზაციამ ეს დაკარგა

"სამართლიან არჩევნებს“ ძალიან დიდ რეიტინგს ანიჭებთ, თუ სასწორზე იმას დებთ, რომ სამუშაო ჯგუფში მისი არმოწვევის გამო ქვეყანას შეიძლება, კანდიდატის სტატუსზე უარი ეთქვას. მით უმეტეს იმ ორგანიზაციის გამო, რომელმაც რევოლუციური სცენარის განვითარებას ხელი პირდაპირ შეუწყო და თვენახევრის წინ პოლიტიკურ პროცესში შევიდა, - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. 

"როდესაც საუბარია ინკლუზიურობასა და არასამთავრობო სექტორზე, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია არ და ვერ არის, რადგან პოლიტიკურ პროცესში შევიდა და წარმოადგენს მხარეს. ISFED-ი არ არის ნეიტრალური და აპოლიტიკური ორგანიზაცია. პირველი შეხვედრის დაწყებისთანავე გავაკეთეთ განცხადება, რომ კარს არ ვხურავთ და მზად ვართ, ISFED-ი პროცესში ჩაერთოს, თუ იმ პოლიტიკურ პროცესებს გაემიჯნება, რომელიც თვენახევრის წინ დაიწყო და რაზეც დღემდე უარი არ განუცხადებია. 

ველოდებოდით, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში, მათი მხრიდან მკაფიო საჯარო განცხადება გაკეთდებოდა. ამის ნაცვლად თავდასხმა, უსაფუძვლო ბრალდებები და მათი პოზიცია მივიღეთ, თითქოს, ამ ორგანიზაციას ვებრძვით და მათ დისკრიმინაციას ვახდენთ, რაც აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებაა. ძალიან ბევრი კრიტიკული ორგანიზაციაა, მათ შორის ისინიც, რომლებიც სამუშაო ჯგუფის ფორმატებში პლატფორმამ წარმოადგინა და აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ამის მიუხედავად, ჩვენ ამ ორგანიზაციების მიმართ არაფერი განგვიცხადებია. საუბარი გვაქვს აპოლოტიკურობასა და ნეიტრალურობაზე, ამ ორგანიზაციამ ეს დაკარგა და იმით, რომ ამდენი დღის განმავლობაში არ გაემიჯნა პროცესს, ყველაფერი კიდევ ერთხელ დაადასტურა. ჩვენთვის გასაგებია, რომ ეს ორგანიზაცია ვერცერთ სამუშაო ჯგუფში, პლატფორმამ რომც წარადგინოს, მონაწილეობას ვერ მიიღებს“, – განაცხადა მიქანაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები