გივი მიქანაძე - საარჩევნო ცვლილებების ინიცირება 21 სექტემბრამდე მოხდება

საარჩევნო კოდექსის რევიზია ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გივი მიქანაძემ განუცხადა.

"სამუშაო ჯგუფის წევრებმა კონკრეტული შენიშვნები და წინადადებები წარმოადგინეს. კერძოდ, რეკომენდაციები ეხება იმას, თუ რა მიმართულებით არის განხორციელებული ცვლილებები და რა უნდა გაკეთდეს. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შესაძლებლობა გაჩნდება, რომ იურიდიული კომიტეტის აპარატმა საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება დაიწყოს, რომელსაც ორი კვირა დასჭირდება. სექტემბრის შუა რიცხვებში, ცვლილებების ინიცირებამდე იქნება ბოლო სამუშაო შეხვედრა, სადაც რედაქციული ხასიათის შენიშვნებს განვიხილავთ და 21 სექტემბრამდე მოხდება ცვლილებების ინიცირება”, – აცხადებს მიქანაძე.

მისივე თქმით, საუბარია იმ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე, რომელიც ეხება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევას, კომისიის წევრთა სერტიფიცირებას.

"განხილვა ასევე მიმდინარეობს იმაზე, რამდენად შეიძლება ელექტრონული ფორმატით არჩევნების ჩატარების გაფართოება. ასევე იქნება საუბარი მარკირების თაობაზე, რაც განხორციელდება იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვისთანაც გადასატანი ყუთი მიდის. შშმ პირებზე მოხდება კანონმდებლობის კიდევ უფრო განმტკიცება. ასევე იქნება ცვლილებები ფინანსურ გამჭვირვალეობაზე. რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა რამდენიმე საკითხია, რაზეც გვაინტერესებს ოპონენტების პოზიცია“, – განაცხადა მიქანაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები