BMG-ის ჟურნალისტი - არ ვიცი, რა ვთქვა, საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს, ბევრ კითხვას სვამო

BMG-ის ჟურნალისტი თელარა გელანტია ამბობს, რომ მთავრობის სხდომაზე არ დაუშვეს.

"არ ვიცი, რა ვთქვა - საქართველოს მთავრობაში ამკრძალეს.

"მოკლედ, დღეს მთავრობის სხდომაა - სიაში ჩავეწერე. მე-10 წელია, მთავრობის სხდომებს ვაშუქებ. მივედი და არ შემიშვეს. ოფიციალურ მიზეზად პრესსამსახურის თანამშრომელმა მითხრა, რომ თურმე წესებს ვარღვევ - ბევრ კითხვას ვსვამ და სხვა კოლეგებს ვაწუხებ და ა.შ. თან დაკვირვებაც აწარმოეს თურმე ჩემზე და ეს მოიფიქრეს (ვიცი, ნინო არაფერ შუაშია - უთხრეს და მითხრა) (BMG-იდან მარტო მე ამკრძალეს დღეს - სხვაზე არ აქვთ პრობლემა)…

გონივრული ეჭვი მაქვს, მთავრობის ადმინისტრაცია გააღიზიანა ჩემმა სიუჟეტმა (9 სექტემბერს გავიდა ეთერში) სადაც მოვყევით, როგორ ირღვევა კანონი და ორი წელია, მთავრობის არცერთი განკარგულება არ გამოუქვეყნებიათ", - წერს გელანტია.