"​​TV პირველის" ინფორმაციით, მათი ტელეკომპანიის შენობასთან ორი მანქანა იყო ჩასაფრებული

"​​TV პირველის" ინფორმაციით, მათი ტელეკომპანიის შენობასთან ორი მანქანა იყო ჩასაფრებული. ამის შესახებ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მელაძის თქმით, მანქანაში ნიღბიანი პირები ისხდნენ.

"ორი ტრანზიტულ ნომრიანი ჯიპი დგას ტელევიზიის გასასვლელთან. ტრანზიტული ნომრებით - ეს მანქანები ტელევიზიის გარეთ არიან დაახლოებით ერთ საათზე მეტია, ყველას ვინც არის მანქანაში უკეთია ნიღაბი.

მაინტერესებს ვინ აგებს პასუხს, ახლა ტელევიზიაში რომ შემოვარდნენ ან ტელევიზიიდან გასულ თანამშრომლებს აედევნონ და დატრიალდეს ის, რაც არის. მე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის კურსში ჩავაყენე, გამოვიძახე პატრული", - აღნიშნა მელაძემ.

"TV პირველის" ეთერში კადრები გაუშვეს, რომლებშიც ჩანს, როგორ მიდის ნოდარ მელაძე მანქანებთან და ეკითხება, რატომ არიან იქ. კითხვების დასმის შემდეგ მანქანებმა ტერიტორია დატოვეს. 

უახლესი ამბები