ედუარდ მარიკაშვილი - გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეუძლებელია, ყურადღების მიღმა დარჩეს

გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეუძლებელია,  ყურადღების მიღმა დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივების თავმჯდომარემ ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ასეთ ინფორმაციაზე ნორმალურ ქვეყანაში წესით გამოძიება უნდა იწყებოდეს.

"სოსო გოგაშვილის ფიგურასთან დაკაშირებით შეიძლება ბევრი კითხვები არსებობდეს, მაგრამ  მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეუძლებელია მისი ფიგურისა და მისი წარსულის გამო ყურადღების მიღმა დარჩეს. ეს არის საკითხები, რომლებიც ეხება სახელმწიფოს უშიშროებას. ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს და შესაბამისად, ამ კითხვებს სჭირდება შესაბამისი პასუხები ნორმალურ ქვეყანაში საგამოძიებო ორგანოების მხრიდან“, - განაცხადა მარიკაშვილმა. 

მისივე თქმით, შედეგი ვერც საგამოძიებო კომისიის შექმნას ექნება.  

"საგამოძიებო კომისია ეფექტური ვერ იქნება. ჩვენ ვცხოვრობთ ნახევრად ავტორიტარულ ქვეყანაში, სადაც  ინსტიტუტები არ არსებობენ და ძალაუფლება ინსტიტუტებს მიღმაა გასული“, - განაცხადა მარიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები