ნიკა ჩიტაძე - აზერბაიჯანი ცდილობს, ისარგებლოს ვითარებით და აღადგინოს კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე

რუსეთს სულ უფრო უმძიმდება ვითარება უკრაინის ფრონტზე, აზერბაიჯანი კი ცდილობს, ისარგებლოს ვითარებით და აღადგინოს კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე, -  ამის შესახებ Front News-ს პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განახლებული საბრძოლო მოქმედებები რუსეთის მიერ დატოვებულ "ნაღმს“ უკავშირდება. 

"ვფიქრობ, რომ რუსეთმა დატოვა ნაღმი, როდესაც 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის ინიციატივით,  თითქოს  შეჩერდა საომარი მოქმედებები.  რუსეთს სპეციალურად ჰქონდა გათვლილი,  რომ აზერბაიჯანს ტერიტორიული მთლიანობა ბოლომდე არ აღედგინა.  სომხეთს  აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილზე კონტროლი შენარჩუნებული ჰქონდა, ვგულისხმობ ლოჯინის დერეფანს, ასევე ქალაქ სტეფანაკერტს.  

ვფიქრობ, რომ დღევანდელ ეტაპზე, როდესაც რუსეთის ჩართულია ომში უკრაინის ტერიტორიაზე,  ამ სანქციების ფონზე, რომელიც რუსეთს დაეკისრა, ის  ცდილობს ჰყავდეს მოკავშირეები. ერთ-ერთ პოტენციურ მოკავშირედ  განიხილავს თურქეთს, ამიტომ შესაძლოა, რუსეთის თვალს ხუჭავს იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ყარაბაღში. ლოჯინის დერეფნის ნაწილი აზრბაიჯანმა რამდენიმე დღის წინ, სექტემბრის დასაწყისში დაიკავა.  ამით რუსეთი ცდილობს მოიპოვოს თურქეთის ლოიალობა, თავის მხრივ, აზერბაიჯანი ცდილობს გამოიყენოს ვითარება და აღადგინოს კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე.  თავის მხრივ, სომხეთი ცდილობს რუსეთი ჩაითრიოს ომში, შეახსენოს მას  კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სომხეთი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე წარადგინოს ვითარება, თითქოს საომარი მოქმედებები სომხეთოს ტერიტირიაზე მიმდინარეობს.  

რაც შეეხება რუსეთს, მას სულ უფრო უმძიმდება ვითარება უკრაინის ფრონტზე, აზერბაიჯანი კი ცდილობს ისარებლოს ვითარებით“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები