ნიკა ჩიტაძე - ჩვენს ქვეყანაზეც უარყოფით გავლენას იქონიებს საფრანგეთში მარინ ლე პენის პარტიის გამარჯვება

Front News-ის ინტერვიუ  საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთან ნიკა ჩიტაძესთან.

- საფრანგეთში მარინ ლე პენის გამარჯვების შემთხვევაში რა მოხდება? რა შეიცვლება უშუალოდ საფრანგეთისთვის და ზოგადად მის ფარგლებს გარეთ?

- საფრანგეთში ულტრამემარჯვენე ძალების გამარჯვების შემთხვევაში, იქნება ლობირება საკითხის, რომ უკრაინას ნაწილობრივ შეუმცირდეს დახმარება. არის ვერსიები, რომ მარინ ლე პენი ფინანსდებოდა რუსეთიდან. ამის პარალელურად, შესაძლოა, საფრანგეთში მოითხოვონ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება, რამაც შესაძლოა, საყოველთაო გამოსვლები და პროტესტი გამოიწვიოს.

მართალია, საფრანგეთის პრეზიდენტი ინარჩუნებს თანამდებობას, მაგრამ მისი ძალაუფლება შედარებით შეიზღუდება და თუ კი ადრე კოჰაბიტაცია შესაძლებელი იყო, ამ შემთხვევაში, ულტრამემარჯვენესთან კოჰაბიტაცია ძალიან რთული იქნება, რაც თავის მხრივ, ჩემი აზრით, წარმოშობს სახელმწიფო კრიზისს საფრანგეთში.

- რა მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის მარინ ლე პენის პარტიის გამარჯვება? 

- ჩვენს ქვეყანაზეც უარყოფით გავლენას იქონიებს მისი გამარჯვება, რადგან საფრანგეთი ევროკავშირის გაფართოების მომხრე არ იქნება. ამავდროულად, საფრანგეთი საქართველოში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს და ეს მხარდამჭერი პროგრამებიც შესაძლოა, შემცირდეს. 

ასევე, ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის ის, რომ ტრანსატლანტიკურ კავშირს, ანუ აშშ-ევროკავშირს შორის ურთიერთობებს ბზარი გაუჩნდა, რაც ხელს აძლევს რუსეთს, თუ დასავლეთის დემოკრატიულ სამყაროში 
იქნება უთანხმოება და ბუნებრივია, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.  ამიტომ, ჩვენთვის, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს იქნება მეტად უარყოფითი ფაქტორი.

- თქვენი შეფასებით, რატომ აქვს ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნულ გაერთიანებას“ მოქალაქეების ასეთი მხარდაჭერა?

- პირველ რიგში, ლე პენს მხარდაჭერა იმიტომ აქვს, რომ ბევრი ადგილობრივია უკმაყოფილო ქვეყანაში დიდი რაოდენობით მიგრანტების შესვლით, რომლებიც ხშირად უკანონო საქმიანობაში ფიგურირებენ, მათ შორის ვიცით, რომ გარკვეულ ტერაქტებსაც ჰქონდა ადგილი და არსებობს კრიმინალური დაჯგუფება.  ასევე, იაფ მუშახელს წარმოადგენენ მიგრანტები, რაც ადგილობრივი ფრანგებისთვის ცუდია სამუშაო ადგილების ნაკლებობის გამო, ბევრი ადგილობრივი კარგავს სამსახურს და ეს ყველაფერი ხშირად ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ, მოქალაქეებს ამ ყველაფრის შეცვლა სურთ. მარინ ლე პენი კი ულტრამემარჯვენე პოლიტიკას ატარებს, რაც ბევრი ფრანგისთვის მისაღებია, თავად ლე პენი ეროვნული სულის აღორძინებაზე საუბრობს და ეს მოქალაქეების ნაწილს მოსწონს. 

- გამორიცხავთ იმ ვერსიას, რომ საფრანგეთში მოქალაქეებს უკრაინის ომის დასრულება, ან დაფინანსების შეწყვეტა სურთ და ეძებენ ძალას, რომელიც რაიმე ფორმით, გავლენას იქონიებს ამ ომზე?

- რა თქმა უნდა, მე ამ ვერსიას ვეთანხმები, მაგრამ  თავად მარინ ლე პენის მამამ, რომლის პოლიტიკასაც ახლა მარინ ლე პენი აგრძელებს, ჯერ კიდევ უკრაინის ომამდე მიიღო მოქალაქეების ხმები, ანუ ომამდე იყო ლე პენის პოლიტიკა მოქალაქეების ნაწილისთვის მისაღები. თუმცა უკრაინის ფაქტორს, რა თქმა უნდა, აქვს გავლენა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი მარინ ლე პენის პოლიტიკის მხარდაჭერისა, მაგრამ არა გადამწყვეტი.

თინათინ ლობჯანიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები