ლევან სამუშია - ჩვენი გმირების მკვლელებთან თანამშრომლობაზეა საუბარი და რა არგუმენტი უნდა არსებობდეს, რომ საგამოძიებიო კომისიის შექმნაზე არ წახვიდე?!

ჩვენი გმირების ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და სხვების მკვლელებთან თანამშრომლობაზეა საუბარი და რა არგუმენტი უნდა არსებობდეს, რომ საგამოძიებიო კომისიის შექმნაზე არ წახვიდე?! -  ამის შესახებ "ლელოს“ წევრმა ლევან სამუშაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ "ქართულ ოცნებას" არ აწყობს საგამოძიებო კომისიის შექმნა და ოპოზიციიდან ვინ დაიჭერს კობახიძის მხარეს, ეს გამოჩნდება.

"დაისვა კითხვა - რატომ საგამოძიებო კომისია? აბა, ვის ვენდობით, სისტემა თავის თავზე დაიწყებს  გამოძიებას და საკუთარ თავს წაუყენებს ბრალს? ან საქართველოში რომელიმე დამოუკიდებელი ორგანო არსებობს, რომელიც ობიექტურად წარმართავს გამოძოებას?  ეს ხომ გამორიცხულია. ამიტომ იყო კობახიძე დღეს გაგიჟებული რომ გამოვიდა და განაცხადა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავუშვათ საგამოძიებო კომისიის შექმნაო. 

პარლამენტში ოპოზიციის ხმები საკმარისია, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ჩვენი გმირების ტატუნაშვილის, ოთხოზორიას და სხვების მკვლელებთან თანამშრომლობაზეა საუბარი, რა არგუმენტი უნდა არსებობდეს, რომ საგამოძიებიო კომისიის შექმნაზე არ წახვიდე?! 

ყველა უფლება გადმოდის საგამოძიებო კომისიის ხელში, ყველა პირი ვალდებულია, მოვიდეს და საგამოძიებო კომისიას უპასუხოს, გოგაშვილიც დაიკითხება, ყველა მტკიცებულება, რაც კი არსებობს გვექნება, თუნდაც თვითმფრინავის გადაფრენის, ამ ყველაფერის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გამოთხოვა, ხელის გულზე გვექნება ეს ყველაფერი“, - განაცხადა სამუშიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები