ფაშინიანი - დაღუპულია 135 ადამიანი, მაგრამ ეს რიცხვი საბოლოო არ არის

14 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების არაერთმა წარმომადგენელმა, ჯარისკაცებმა თავდაუზოგავად შესწირეს სიცოცხლე სამშობლოს დასაცავად. გთავაზობთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა დაღუპულის ხსოვნას, - ამის შესახებ 16 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"დღემდე ჩვენი დადასტურებული მსხვერპლის რაოდენობა 135-ია, მაგრამ სამწუხაროდ, ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი ჯერ არ არის საბოლოო. ბევრი დაჭრილია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა განაცხადა, რომ ოპერატიული ვითარება ამ დროისთვის შედარებით მშვიდია. 

"წუხელ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არსებითად დაცული იყო. შემიძლია აღვნიშნო, რომ შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული დავალება“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები