ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ბელგიის სამეფოს ფედერალური პარლამენტის ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციის წევრებმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს.

სტუმრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან, ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

"ბელგიელი კანონმდებლები გაეცნენ თუ რა საფრთხეების წინაშე უწევს ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრება. სტუმრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან მოისმინეს ინფორმაცია თუ რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების გამოწვევის კუთხით და რა პოლიტიკას აწარმოებს საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები