კახა კახიშვილი - ვფიქრობ, არაფერი მოუვათ ბანკებს, თუ დაცვის აყვანას დავავალდებულებთ

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იღონოს რამე იმის გასაანალიზებლად, თუ რა ხდება "საქართველოს ბანკის“ ირგვლივ. 

მისივე თქმით, არაფერი დაშავდება, თუ სახელმწიფო ბანკებს რეგულაციის საფუძველზე დაცვის სამსახურის აყვანას დაავალდებულებს.

"მინდა, მოგმართოთ თხოვნით და ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იღონოს რამე, რომ გავაანალიზოთ, რა ხდება "საქართველოს ბანკის“ ირგვლივ, რადგან რეალურად, ეს არის დაწესებულებები, სადაც დიდი ფული ინახება. გასაგებია, რომ ფული არის დაცული, დაზღვეული აქვთ, მაგრამ ამასობაში დაცვას არ იყენებენ, რადგნ ხარჯები არ გაწიონ და ახლა ამ სოციალური პირობების ფონზე, ძალიან ადვილი საქმეა – ვიღაცას თვალი გაექცევა, შედის ბანკში, სადაც არც დაცვაა, არაფერი. ერთია, რომ დანაშაულს სჩადის, მეორეა, რომ უბედურებაში მივდივართ, ხოლო მესამეა, რომ ასეთ ვითარებაშია ხალხი.

ვფიქრობ, არაფერი მოუვათ ბანკებს, თუ რაღაც რეგულაციით დავავალდებულებთ, რომ სავალდებულო გახდეს დაცვის აყვანა, რაც ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი იქნება. ყველაფრის ასე მიშვება არ შეიძლება. ახლა ეპიზოდურად ვსაუბრობ ბანკთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ბანკი არ არის, რაღაცა წინ და წინ უნდა წავიწიოთ, რათა ჩავკეტოთ ხვრელები, რითიც სარგებლობენ კრიმინალები“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები