კახა კახიშვილი - არ უნდა აგერიოს, სად იმყოფები, ეს არ არის КВН-ის გუნდი

თუ КВН-ის გუნდში მონაწილეობის დროს რაღაც ხუმრობები გეპატიებოდა, თუნდაც მდაბიო, ახლა როდესაც წარმოადგენ ოფიციალურ პოზიციას და ხარ უმაღლესი თანამდებობის პირი, ან სპიკერი, რომელიც საუბრობს ქვეყნის ხელისუფლების სახელით, ცოტა თითო სიტყვას ფასი უნდა დაადო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ალექსეი არისტოვიჩზე საუბრისას "იმედის" ეთერში განაცხადა.

"არისტოვიჩის ნათქვამებზე მე რა კომენტრი უნდა გავაკეთო. ჩემთვის არესტოვიჩი არის არასერიოზული პიროვნება. როდესაც იმყოფები უმაღლეს თანამდებობაზე, არ უნდა აგერიოს, სად იმყოფები - ეს არ არის КВН-ის გუნდი. ეს არის ასეთი დიდი ქვეყნის ადმინისტრაცია. თუ КВН-ის გუნდში მონაწილეობის დროს რაღაც ხუმრობები გეპატიებოდა, თუნდაც მდაბიო, აქ, როდესაც წარმოადგენ ოფიციალურ პოზიციას და ხარ უმაღლესი თანამდებობის პირი, ან სპიკერი, რომელიც საუბრობს ქვეყნის ხელისუფლების სახელით, ცოტა თითო სიტყვას ფასი უნდა დაადო.

ასეთი უაზრო, დაუსაბუთებელი საუბრები - გახსოვთ, მისი მხრიდან საუბრები, თითქოს საქართველო ატარებდა რაღაც ტრანზიტულ სამხედრო ტვირთებს, დაახლოებით, ჰგავს სასოწარკვეთილი ადამიანი რომ შარშია და უნდა სხვაც როგორმე შარში გახვიოს.

ერთი ტრიბუნა არ დატოვა საქართველომ, სადაც მხარდაჭრა არ გამოუცხადა უკრაინას. ამ ფონზე, როდესაც მათი მეზობელმა მოლდოვეთმა საჰაერო სივრცეც არ დაუხურა რუსეთს, გუშინწინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არანაირ შეიარაღებას უკრაინას არც გადასცემენ და არც მიყიდიან და როდესაც ასეთი პოზიცია აქვს ზოგიერთ ქვეყანას, რომელსაც ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცით დაეხმაროს, ახლა დარტყმა გადმოიტანოს საქართველოზე, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა - იქ არ შეგიძლია და აქეთ ხარ დიდ გულზე“, - განაცხადა კახიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები