კაია კალასი - პუტინს თვალი უჭირავს მოლდოვაზე, საქართველოზე, ბალტიის ქვეყნებზე, უკრაინაში უნდა დამარცხდეს

უკრაინის შემდეგ ვლადიმირ პუტინს თვალი უჭირავს მოლდოვაზე, საქართველოზე, ბალტიის ქვეყნებზე. ის ამაზე ღიად საუბრობს. მისი შეჩერების ერთადერთი გზაა, უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში დავეხმაროთ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

"პუტინი ომის დამნაშავეა და მან პასუხი უნდა აგოს იმ აგრესიულ დანაშაულებზე, რომელიც ჩაიდინა. ტერორისტებთან მოლაპარაკებები მიუღებელია, ვინაიდან გრძელვადიან პერსპექტივაში ამაში გაცილებით უფრო დიდ ფასს იხდი. უკრაინის შემდეგ ვლადიმირ პუტინს თვალი უჭირავს მოლდოვაზე, საქართველოზე, ბალტიის ქვეყნებზე. ის ამაზე ღიად საუბრობს. ამის შეჩერების ერთადერთი გზაა, უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში დავეხმაროთ. 

მე საბჭოთა ოკუპაციის პირობებში დავიბადე. მახსოვს საბჭოთა დრო. იმ თაობას წარმოვადგენ, რომელიც თავისუფლების გარეშე ცხოვრობდა. შესაბამისად, კარგად მესმის თავისუფლების მნიშვნელობა და ამას მოცემულობად არ აღვიქვამ“, - აცხადებს კაია კალასი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები