კაია კალასი - რუსეთის ამ ნაბიჯში გასაკვირი არაფერია, მე გავაგრძელებ უკრაინის მხარდაჭერას

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში შეყვანას ეხმაურება და აცხადებს, რომ გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია, არამედ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ კარგად იქცევა, როცა მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას გააგრძელებს.

"რუსეთის ამ ნაბიჯში გასაკვირი არაფერია. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მე სწორად ვიქცევი - ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერა უკრაინისადმი წარმატებაა და ეს ავნებს რუსეთს.

ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის ინსტრუმენტები არ შეცვლილა. ისტორიის განმავლობაში რუსეთი თავის რეპრესიებს ფარავდა ე.წ. სამართალდამცავი ორგანოებით. ეს ვიცი ჩემი ოჯახის ისტორიიდან, როდესაც ბებია და დედაჩემი ციმბირში გადაასახლეს, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა დაკავების ორდერი გასცა.

კრემლი ახლა იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩემი და სხვების გაჩუმებას, მაგრამ ეს ასე არ იქნება, პირიქით, გავაგრძელებ უკრაინის მხარდაჭერას, გავაგრძელებ ევროპის თავდაცვის გაძლიერების ადვოკატირებას“, – განაცხადა კალასმა.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასზე და სახელმწიფო მდივან ტაიმარ პეტერკოპზე ძებნა გამოაცხადა. ამის მიზეზად კი მოსკოვში საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების განადგურება სახელდება.

მსგავსი სიახლეები