სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება, რომ გაიმარჯვოს აგრესიამ, უსამართლობამ, არაადამიანურობამ

ომი უკრაინაში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს ასევე ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის და ალბათ მსოფლიოსთვის მთლიანად და ამიტომ არ შეიძლება, რომ გაიმარჯვოს აგრესიამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს უსამართლობამ, არ შეიძლება გაიმარჯვოს არაადამიანურობამ, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენთვის, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიები, ეს გამოწვევა კიდევ უფრო მძაფრია და კიდევ უფრო მას შემდეგ, რაც რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა თავის ტერიტორიაზე, რაც რუსეთმა დაარიგა რუსული პასპორტები ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აწარმოებს მობილიზაციას, რომელიც ეხება ჩვენ მოქალაქეებს, ეს არის მათი ყველანაირი უფლებების დარღვევა, მათი ძალით ჩართვა იმ უსამართლო ომში, რომელიც არანაირად მათი ომი არ არის", - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

მან უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია კიდევ ერთხელ დაგმო და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა.

"კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის აგრესიას სუვერენული უკრაინის და მისი ხალხის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას, კიდევ ერთხელ ვუცხადებ საქართველოსა და ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობას უკრაინას და უკრაინელ ხალხს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები