ნათია მეზვრიშვილი - ჩვენ ვიმყოფებით ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, სადაც არავინ არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს

ჩვენ ვიმყოფებით ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, სადაც არავინ არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს,  - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამართალდამცველ ორგანოებს განცხადება უნდა გაეკეთებიათ. 

"ერთი ადამიანი არ გამოსულა არც შსს-დან, არც პროკურატურიდან, დამოუკიდებლობაზე აქვთ ამ უწყებებს პრეტენზია და საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს ხალხი თავისი ნულოვანი რეაგირებით გზას უხსნის ისეთ სპეკულაციებს, რასაც ჩვენ ვხედავთ "ოცნების" მხრიდან. ისეთი ტიპის განცხადებები კეთდება, რომელიც შეუთავსებელია სამართალს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. 

მისი თქმით, ასეთ მძიმე  ფაქტს როგორც სამართლებრივი,  ისე პოლიტიკური და მორალური რეაგირება უნდა მოჰყოლოდა. 

"ნორმალურ პირობებში ჩვენ უნდა გვენახა სამივე ტიპის რეაგირება, როგორც სამართლებრივ, პოლიტიკურ და მორალურ ნაწილში.  ეს ხალხი ასე ამორალურად არ უნდა იქცეოდეს, გმირის სახელს არიან ამოფარებულები, ათას რამეს კადრულობენ, ამას არ უნდა ვხედავდეთ. მაგრამ ჩვენ ახლა არ ვიმყოფებით ნორმალურ პირობებში, ჩვენ ვიმყოფებით ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, სადაც არავინ არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს, სადაც ყველა, მათ შორის ყველა  სახელმწიფო ინსტიტუტი თვლის, რომ კანონს არ უნდა ემსახურებოდეს, ქვეყანას არ უნდა ემსახურებოდეს, ერთ ადამიანს უნდა ემსახურონ, თუნდაც ქვეყანაში ასეთი მძიმე ვითარება იყოს.  

ჩვენ შეიძლება ვერ ვნახოთ ვერანაირი რეაგირება, ვერც კალაძის მხრიდან მისი პასუხისმგებლობის საკითხი, მაგრამ ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ ეს ყველაფერი და როდესაც არჩევნების დრო მოვა, გვახსოვდეს, როგორი ხელისუფლება გვყავს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები