ნათია მეზვრიშვილი - 4-წლიანი დუმილის შემდეგ მაინც, ხალხს უფლება აქვს, გენერალურ პროკურორს დაუსვას კითხვები

მოვუწოდებთ "ოცნებას", პარლამენტში მოიწვიოს გენერალური პროკურორი და მისი მონაწილეობით განიხილოს ელიტური კორუფციის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყების - პროკურატურის საქმიანობის ანგარიში, - ამის შესახებ პარტიის "საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

"პოლიტიკური კორუფციის ფაქტებზე ჩვენი გუნდის მიერ თვეების განმავლობაში პროკურატურაში არაერთი განცხადების შეტანამ შედეგი არ მოიტანა. ოცნების კორუმპირებულები და ოცნებასთან დაახლოებული 25 ელიტური ოჯახი აგრძელებს ბიუჯეტიდან ხალხის ფულის მოპარვას - ნაწილი სახლში მიაქვთ, ნაწილი - პარტიის სალაროში. ხალხი ღარიბდება, ცხოვრების პირობები უარესდება, ელიტები კი კიდევ უფრო მდიდრდებიან.

ამ ფონზე, პარლამენტი არღვევს კანონს და არ ახორციელებს პროკურატურაზე ზედამხედველობას - პარლამენტს წლებია არ განუხილავს პროკურატურის საქმიანობის ანგარიში და არ დაინტერესებულა როგორ ებრძვის კორუფციას პროკურატურა.

ფორმალურია საპროკურორო საბჭოს სხდომებიც და ფიქტიურია პარლამენტის წარმომადგენლობა საბჭოში - საბჭოზე არ ისმის კრიტიკული ხმა პროკურატურის იმ გამოწვევებზე, რასაც პირდაპირ გავლენა აქვს მოქალაქეთა უფლებებზე. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები საბჭოს სხდომას ან არ ესწრებიან, ან კითხვებს არ სვამენ. საბჭოსადმი პარლამენტის არასერიოზული დამოკიდებულება კარგად გამოვლინდა ოცნების მხარდაჭერით ოპოზიციის წარმომადგენლის არჩევისას.

პროკურატურის ფუნქციაა ხალხის დაცვა კრიმინალისგან და არა კორუმპირებული ელიტებისთვის ხალხის ფულის მოსაპარად კომფორტული პირობების შექმნა და მათი დაცვა სასჯელისგან. მოქმედი გენერალური პროკურორის არჩევიდან 4 წელი გავიდა. 4-წლიანი დუმილის შემდეგ მაინც, ხალხს უფლება აქვს, მის მიერ არჩეული პარლამენტის მეშვეობით, გენერალურ პროკურორს დაუსვას კითხვები და გაიგოს რატომ არის დღეს პროკურატურა უმოქმედო სისტემური ელიტური კორუფციის ფაქტებზე? რატომ უწყობს პროკურატურა ხელს ხალხის ხარჯზე 25 ელიტური კორუმპირებული ოჯახის კიდევ უფრო მეტად გამდიდრებას?

პროკურატურის დამოუკიდებლობისადმი არსებული ლეგიტიმური კითხვების ფონზე (რაც დეტალურად აისახა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში), გენერალური პროკურორის მიერ საზოგადოებისთვის ხედვის წარდგენა, მათ შორის რეფორმებზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოებისადმი პროკურატურის ანგარიშვალდებულების, ქვეყანაში წესრიგისა და მოქალაქეთა დაცულობის უზრუნველყოფისთვის.

მოვუწოდებთ "ოცნებას", საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე, დაუყოვნებლივ დანიშნოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა გენერალური პროკურორის მონაწილეობით. ეს მათთვის მით უმეტეს არ უნდა იყოს პრობლემა, როცა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ აღიარა კორუფციული რისკების მატება.

მოვუწოდებთ გენერალურ პროკურორს, შეასრულოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ფუნქცია - მოითხოვოს და პირადად წარდგეს ანგარიშით პარლამენტის წინაშე. იმედს გამოვთქვამთ, რომ კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე პასუხისმგებელი მთავარი სახელმწიფო უწყება კითხვებს არ გაექცევა", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები