კულება - რუსეთს ჩვენი არსებობა აღიზიანებს

რუსეთის ქმედებები და განცხადებები ადასტურებს, რომ ის უკრაინაში გენოციდს სჩადის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კონფერენციაზე "საერთაშორისო სამართალი გენოციდის წინააღმდეგ" განაცხადა, რომელიც ბერლინში ლიბერალური მოდერნობის ცენტრის მიერ იმართება.

მისივე თქმით, უკრაინამ უკვე შეიტანა სარჩელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის  წინააღმდეგ, თუმცა რუსების დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვება ჯერ კიდევ გრძელდება.

კულებას განცხადებით, გენოციდის პრევენციის კონვენცია ადგენს მკაფიო განმარტებას, თუ რა არის გენოციდი, ამიტომ უკრაინამ უნდა დაამტკიცოს, რომ დამნაშავე სახელმწიფო, ანუ რუსეთი, აპირებს უკრაინელების როგორც ეთნიკური ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებას. 

"რატომ სურს ერთ ერს მეორის განადგურება? იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩვენი არსებობა კი მათ აღიზიანებს", - აღნიშნა კულებამ.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან ათასობით უკრაინელი ბავშვის გატაცება გენოციდის მტკიცებულებაა.

"გენოციდის წაქეზებაც კი არის დანაშაული, ისევე როგორც ბავშვების გატაცება და დეპორტაცია, რათა ისინი რუსებივით გაიზარდონ. ეს არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში... როდესაც უკრაინელ ბავშვებს რუსეთში აშვილებენ, ეს კეთდება იმისთვის, რომ დააივიწყონ იდენტობა და რუსი ბავშვებივით გაიზარდონ, ამას არავინ მალავს. ეს არის სისტემური ფენომენი, რომელსაც მთელი სახელმწიფო ახორციელებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები