ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ნიკოლოზ ბასილაშვილი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალში, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ განაცხადა. 

მისივე განცხადებით, უნდა გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ერთი თვის ვადაში  ნიკოლოზ ბასილაშვილს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი. 

ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი ედებოდა ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის  ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაში. 

სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები