პროკურორი - ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას

პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე გამამართლებელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, - ამის შესახებ პროკურორმა ნათია გურულმა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ არაერთი მტკიცებულება წარადგინეს, რომელიც ჩოგბურთელის ბრალეულობას ადასტურებდა.

"ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს, ბრალდების მხარეს გარკვეულწილად დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ამხელდა ნიკოლოზ ბასილაშვილს დანაშაულში და ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა. ამასთან, ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა. 

ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწვეტილებას. ბუნებრივია, ჩვენ ჩავიბარებთ განაჩენს, წერილობით არგუმენტაციას და ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს განაჩენს. ბრალდების მხარე არც იმ გარემოებას არ ეთანხმება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის ქმედებით ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადა“, – განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ბასილაშვილი ხუთივე ეპიზოდში გამართლდა. 

უახლესი ამბები