ბორელი - ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გადაწყვეტილებას გადახედოს

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე გარიგებაში მონაწილეობიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

"ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, გადახედოს გადაწყვეტილებას", - წერს ბორელი Twitter-ზე

მისივე თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება შეაჩეროს მონაწილეობა შავი ზღვის შეთანხმებაში, საფრთხეს უქმნის მარცვლეულის ძირითად საექსპორტო მარშრუტს, რომელიც გადამწყვეტია უკრაინის წინააღმდეგ ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად.

29 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა შეაჩეროს მონაწილეობა "მარცვლეულის შეთანხმებაში" თითქოსდა, "შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმის გამო“. 

მსგავსი სიახლეები