ელენე ხოშტარია - ჩვენ თუ არ გადავედით რეალურ მოქმედებებზე, კინკლაობაზე დაკარგული ყოველი დღე, დაკარგული დღეა ქვეყნისთვის

ჩვენ თუ არ გადავედით რეალურ მოქმედებებზე, კინკლაობაზე დაკარგული ყოველი დღე, დაკარგული დღეა ქვეყნისთვის, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს "სტრატეგია აღმაშენებელი“, "დროა“ და „გირჩი- მეტი თავისუფლებისათვის“  ერთობლივ შეხვედრაზე  საზოგადოების წარმომადგენლებს თავიანთ ხედვას გააცნობენ და მზად არიან განსხვავებული მოსაზრებების მოსასმენადაც.  

მისივე თქმით, მათი მთავარი მიზანი ქვეყნის ევროინტეგრაცია და ოლიგარქიული მმართველობის დასრულებაა.

"მე,  გიორგიმ და ზურამ გადავწყვიტეთ, ჩვენი ხედვა გავუზიაროთ იმ ადამიანებს,  ვისაც ეს აინტერესებს. აბსოლუტურად ყველა არის მოწვეული, მათ შორის კრიტიკულად განწყობილი ადამიანები. ჩვენ გვინდა იყოს რეალური დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ, თუ საჭიროა მოვისმინოთ პრეტენზიები, განსხვავებული გზები. თუ ჩვენ არ გადავედით რეალურ მოქმედებებზე, კინკლაობაზე დაკარგული ყოველი დღე, თუ რომელი გზა ჯობია,  დაკარგული დღეა ქვეყნისთვის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები