ნინა ჩიკვაშვილი - ჩემი პოლიტიკური საქმიანობა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას დავუკავშირე და ეს იყო შეცდომა

პარტია “საქართველოსთვის” ყოფილი წევრი, ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ნინა ჩიკვაშვილი “კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი პოლიტიკაში კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირება იყო შეცდომა.

ჩიკვაშვილის თქმით, მისი პოლიტიკაში მოსვლის მიზანი ქუთაისი და ქუთაისელები არიან და აპირებს, რომ მათი ხმა სწორად ისმოდეს სხდომებზე.

მისივე განცხადებით, ქუთაისის ხმა, რომელიც ამ კონკრეტულმა პარტიამ არჩევნებში მიიღო, დიდწილად მას უკავშირდება.

"პოლიტიკაში ყოფნის მიზანი ისევ და ისევ ჩემი ქალაქი, მისი კეთილდღეობაა. ცოტა ხნის წინ, ვნებათაღელვა გამოიწვია და დაპირისპირებები იყო ერთ საკითხთან დაკავშირებით, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ძალიან შეურაცხყოფილი ვარ იმ განცხადებებით, რაც ჩემი მისამართით გაკეთდა...

ჩემი პოლიტიკური საქმიანობა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას დავუკავშირე და ეს იყო შეცდომა, თუმცა ქუთაისის ხმა, რომელიც ამ კონკრეტულმა პარტიამ მიიღო, დიდწილად მიკავშირდება მე. ზოგადად, პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, მაგრამ როცა დავფიქრდი, ჩემს ამომრჩეველს და იმ მანდატს, რომელიც მოსახლეობამ მომცა, ვერ უგულებელვყოფდი, გადავწყვიტე, რომ ვადის ამოწურვამდე ვიქნები დამოუკიდებელი დეპუტატი და ქუთაისელების ხმა ქუთაისის საკრებულოში. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სოციუმის ხმა სწორად ისმოდეს სხდომებზე.

მე ქუთაისის უდიდესი გულშემატკივარი ვარ და ჩემი ქალაქი ძალიან მიყვარს. ვთვლი, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ვარ და სწორედ ამიტომ მოვედი პოლიტიკაში.

ზოგადად, ისეთი ადამიანი ვარ, რომ არაფერს ვნანობ, რაც გამიკეთებია. საქმეს ყოველთვის გლობალურად ვუდგები და ამაზეც ასევე გიპასუხებთ - არაფერი არ უნდა ინანო, ყველაფერი შენი გამოცდილება, შენი ცხოვრებაა, აწმყო და მომავალია. 

ყოველთვის შეიძლება, რაღაც უკეთესად გააკეთო, უკეთესი შედეგი დადო, მეტი მიიღო, მაგრამ ამაზე კი არა, შინაარსიან და საინტერესო ქმედებაზე უნდა იყო ორიენტირებული. ჩემს გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში, მე უნდა ვცე პატივი და მერე - სხვამაც", - აცხადებს ჩიკვაშვილი.
ნინა ჩიკვაშვილმა პარტია "საქართველოსთვის" 14 ოქტომბერს დატოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები