პარტიამ "საქართველოსთვის“ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა

პარტიამ "საქართველოსთვის“ საკუთარი რიგებიდან ორი წევრი - ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე გარიცხა.

"ქართული ოცნება“ კვლავ განაგრძობს ჩვენი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, ბინძური მეთოდებით მიზანმიმართულ ბრძოლას. პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს მიტაცებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ძალოვან სტრუქტურებს და სპეცსამსახურებს, პარტიის ცენტრალური თუ რაიონული რგოლის წარმომადგენლებს, კრიმინალური სამყაროს წევრებს და მოსყიდვით, დაშინებით თუ დაშანტაჟებით ცდილობს ჩვენი გუნდის წევრების გადაბირებას.

სამწუხაროდ, ამგვარ ცდუნებებს და ზეწოლას გარკვეული პირები ვერ უძლებენ და ლახავენ ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ღირსეული  ადამიანების რეპუტაციას. ასეთების ადგილი ჩვენს გუნდში არ არის.

სწორედ ამიტომ, 2023 წლის 26 ოქტომბერს, პარტიამ „საქართველოსთვის“ მიიღო გადაწყვეტილება, "ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული და გადაბირებული ჩვენი წევრები - ქ. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე გარიცხოს პარტია "საქართველოსთვის“ რიგებიდან!

გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის გამო, რომ ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ იქნენ შემჩნეულნი არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებში და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში.

ჩვენი გადაწყვეტილება, ყველა მსგავს შემთხვევაში, ძალიან მკაცრი იქნება!

სამწუხაროა, რომ „ოცნებამ“ კომფორტულად მოირგო მმართველობის და პოლიტიკური ბრძოლის ის მახინჯი ფორმები, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან.

პოლიტიკური ბრძოლის ასეთი ფორმები ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ქართულ ოცნებას“ პარტია „საქართველოსთვის“ მიაჩნია ყველაზე რეალურ ძალად, ვინც შეძლებს ქართველ ხალხთან ერთად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი ხელისუფლებიდან მშვიდობით გაცილებას და "ნაციონალურ მოძრაობასთან" მათი შეხმატკბილებული პოლიტიკური თანაცხოვრების დასრულებას", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები