თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელები გადასცა

სტრასბურგში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა ​ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეჩინოვიჩ ბურიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ თამარ ტალიაშვილის ევროპის საბჭოში მაღალ პოზიციებზე მრავალწლიანი გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

"ელჩმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადებისთვის და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით და გენერალური მდივანი საქართველოში მოიწვია.

გენერალური მდივანი მიესალმა ევროპის საბჭოს ისტორიულ მეოთხე სამიტში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის მზაობას. სამიტი 2023 წლის 16-17 მაისს რეიკიავიკში, ისლანდიაში გაიმართება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის არაპროვოცირებულ სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ევროსაბჭოს რეაგირებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები