თამარ ტალიაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს ელჩმა ევროპის საბჭოში შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ სიოფრა ო’ლეარისთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების გაუმჯობესებულ სტატისტიკას, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს. მათ შორის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 18 ოქტომბერს მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულ სასამართლო პრაქტიკაში პრაქტიულად გამოყენების თაობაზე.

პრეზიდენტმა სიოფრა ო’ლეარიმ ხაზი გაუსვა ამ საკანონმდებლო სიახლის ძალიან პოზიტიურ როლს და მნიშვნელობას საქართველოში ევროპის საბჭოს კონვენციური პრინციპების დანერგვა-განვითარებისა და ასევე ევროპული სასამართლოსა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის დიალოგის გაღრმავების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული 2019 და 2021 წლების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ 2021 წლის ისტორიულმა გადაწყვეტილებამ დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ეფექტურ კონტროლსა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაზე.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოდან ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი სარჩელების გაუმჯობესებულ სტატისტიკას და ამ საქმეების ხასიათს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ევროპის საბჭოს ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები