ანა წითლიძე - მოლდოვაში ჩვენ ვნახეთ, რომ სანქციებმა მას შემდეგ იმუშავა, რაც ხალხმა შეძლო მთავარი ოლიგარქის მოშორება

მოლდოვაში ჩვენ ვნახეთ, რომ სანქციებმა მას შემდეგ იმუშავა, რაც ხალხმა შეძლო მთავარი ოლიგარქის მოშორება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია, თუმცა არა საკმარისი.  

"2012 წლიდან მივიღეთ ის, რომ 10 წლის შემდეგ გადასარჩენი გვაქვს ევროატლანტიკური კურსი. სანქციები არის ერთი ნაწილი და რეჟიმის დასუსტებისთვის არის უმნიშვნელოვანესი,  ამიტომ ამაზე მორიდებით საუბარი არ მიმაჩნია სწორად. კი, ვისაც რა რესურსი  გვაქვს, ჩვენი პარტნიორები უნდა დავარწმუნოთ,  რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფნა ამ ქვეყანაში ნიშნავს ყოველ დაკარგულ დღეს დემოკრატიისთვის, არა მხოლოდ საქართველოსთვის, რეგიონის სტაბილურობისთვის, ამ შემთხვევაში,  უკრაინის კონტექსტის გათვალისწინებითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობაც და ოპოზიციაც იმის იმედზე ვიყოთ, როდის დასანქცირდება ბიძინა ივანიშვილი. მოლდოვაში ჩვენ ვნახეთ, რომ სანქციებმა მას შემდეგ იმუშავა, რაც ხალხმა შეძლო მთავარი ოლიგარქის მოშორება“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები