დავით ქაცარავა - ბოლო 3 კვირის განმავლობაში გამყოფ ხაზზე რამდენიმე საგუშაგო მოაწყვეს რუსმა ოკუპანტებმა

ბოლო 3 კვირის განმავლობაში გამყოფ ხაზზე რამდენიმე საგუშაგო მოაწყვეს რუსმა ოკუპანტებმა, ამაზე განგაშის სიგნალი უნდა იყოს ჩართული, -  ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ფაქტებზე რეაგირება უნდა ჰქონდეს ქვეყანას. 

"არა მარტო საკორინთლოში მუშაობდნენ  დღეს, ჩვენ გადავედით ატოცი-გნოლევის ტერიტორიაზე, სადაც აღმოვაჩინეთ სრულიად ახალი საგუშაგო, ყოველ შემთხვევაში, 3 კვირის წინ ეს საგუშაგო არ იყო იქ, ასევე დავაფიქსირეთ მაღალჩინოსანი ოფიცრები, ფსბ-ს სასაზღვრო ჯარის წარმომადგენლები, რომლებიც ათვალიერებდნენ ახალ საგუშაგოს და მიდამოებს.

აბსოლუტურად სხვა ტიპის რეაგირება უნდა იყოს ამაზე, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე განგაში უნდა იყოს ატეხილი, უნდა ითხოვდეს ჩვენი ხელისუფლება სანქციების დაწესებას, უნდა ყვიროდეს და ითხოვდეს საერთაშორისო საზოგადოებიდან მეტ ყურადღებას ჩვენი პრობლემის მიმართ, თუმცა ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ  ჩვენი ხელისუფლება არ იქნებოდა პრორუსული. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ჩვენი ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად იმედებს ამყარებს რუსეთის გამარჯვებაზე და თავის პოლიტიკურ ხედვას უსადაგებს რუსულ ხედვას, ამიტომ ამ ხელისუფლებისგან ასეთი ტიპის რეაგირება არ არის მოსალოდნელი, ჩვენ საზოგადოება უნდა ვიყოთ აქტიური“, - განაცხადა ქაცარავამ.

უახლესი ამბები