პაატა მანჯგალაძე - მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აზიანებს ამ პროცესს

"იქნებ "ქართული ოცნების" რომელიმე წარმოდგენელი ან სპიკერი მოსამართლე გამოვიდეს და ახსნას რაში ედება ნიკა გვარამიას ბრალი, რისთვის არის ნიკა გვარამია დაკავებული. მე ვესწრებოდი ნიკა გვარამიას პროცესებს და ბრალდების მხარემაც კი ვერ წარუდგინა მას ბრალი“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

მისი თმით, "რეფორმების ჯგუფი" მზად არის მისი წვლილი შეიტანოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, თუმცა, მათივე აზრით, "ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აზიანებს ამ პროცესს.

"რთულია "ქართულ ოცნებასთან“ ერთად რამეზე შეთანხმება და კონსესუსის მიღწევა, მაგრამ კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ, რომ იქნებ არსებობდეს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რამე შესაძლებლობა, რომ  ეს რეკომენდაციები იქნას შესრულებული, რადგან საქართველოს იმაზე დიდი ამოცანა, ვიდრე არის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის წევრობა უსაფრთხოებისთვის, თავისუფლების განმტკიცებისთვის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის - არ აქვს და ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში, მაგრამ მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აზიანებს ამ პროცესს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები