ლევან ბეჟაშვილი - ევროკავშირში შესვლა არის ერთი ხელის გაწვდენაზე და ამას ხელს უშლის "ქართული ოცნება"

ეს პროტესტი არის უნიკალური იმიტომ, რომ ამას პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი არ აწარმოებენ, ეს არის ბუნებრივი სახალხო პროტესტი. ევროკავშირში შესვლა არის ერთი ხელის გაწვდენაზე და ამას ხელს უშლის "ქართული ოცნება", - ამის შესახებ  "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები, რომლებიც ქუჩებში გამოდიან, არიან ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა 2-ის წარმომადგენლები.

"უნიკალური ეს აქციები იმიტომ არის, რომ არ არის პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან წარმოებული, ეს არის საერთო, სახალხო პროტესტი. ამიტომ უწოდებს საზოგადოება ამ პროტესტს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობა 2-ს, იმიტომ რომ ჩვენ ანალოგიური პროცესები გვქონდა 1980-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში. 

ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ჩვენ 9 აპრილს თვითმყოფადობისთვის ვიბრძოდით და ეს ბრძოლა შეადარა ევროპასთან ურთიერთობის გარკვევას. ეს მცდელობა იყო ისტორიის გადაწერის. 

ეს მოძრაობა, ეს პროტესტი არის უნიკალური იმიტომ, რომ ამას პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი არ აწარმოებენ, ეს არის ბუნებრივი სახალხო საპროტესტო ბრძოლა იმ მონაპოვრისთვის, რომელსაც ჩვენ ამ ბოლო წლებში მივაღწიეთ ერთობლივი ბრძოლის შედეგად და ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირში შესვლა არის ერთი ხელის გაწვდენაზე და ამას ხელს უშლის "ქართული ოცნება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები