პეტრე ცისკარიშვილი - მიხეილ სააკაშვილი თუ ჩაერევა, მაშინ აზრს კარგავს მთელი ეს საარჩევნო პროცესი და პრაიმერისი

მიხეილ სააკაშვილი თუ ჩაერევა, მაშინ აზრს კარგავს მთელი ეს საარჩევნო პროცესი და პრაიმერისი, რადგან  ჩვენი პარტიის წევრების უმრავლესობა გაიზიარებს მიშას შეხედულებას. მაშინ რაღა აზრი აქვს ამ კანდიდატებს და არჩევნებს? - ამის შესახებ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა  განაცხადა. 

მისი თქმით, როდესაც პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა  უთანხმოებაში გადაიზრდება, მაშინ დემოკრატიულ გარემოში დღის წესრიგში დგება შიდა პარტიული არჩევნები. ამის შედეგად, პარტია მხოლოდ გაძლიერებული გამოვა.  

"ნიკა მელია გაიმარჯვებს თუ ვერ გაიმარჯვებს, ნებისმიერ შემთხვევაში,  პარტია ამ პროცესიდან  გაძლიერებული გამოვა,  რესტარტს მიიღებს, რეკონსოლიდირებული, ლეგიტიმაციაშეძენილი, დააკომპლექტებს ახალ გუნდს, აღარ იქნება შიდა დაძაბულობა, აღარ იქნება ერთგვარი ფრაგმენტაცია“, - განაცხადა ცისკარიშვილმა. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს და კობა ნაყოფის მიერ გაჟღერებულ მის პოზიციას, რომ "ახლა ამის დრო არ იყო“, ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ ის ასეთ პროცესებში არ ერევა ხოლმე.  

"მიშას თუ დაჭირდება, საზოგადოებასთან კომუნიკაცია არ უჭირს,  ამას გააკეთებს სოციალური მედიის საშუალებით. არ ვიცი, ნაყოფიას ინტერპრეტაციაზე როგორ გავაკეთო დასკვნა. აქედან თუ შეიძლება ჩემი დასკვნა გავაკეთო, არის ის, რომ როგორც ადრე არ ერეოდა მიხეილ სააკაშვილი ასეთ შიდა პრაიმერისის პროცესებში, არც ამ ჯერზე აპირებს ჩარევას. თუ ჩაერევა, მაშინ აზრს კარგავს მთელი ეს საარჩევნო პროცესი და პრაიმერისი, ჩვენი პარტიის წევრების უმრავლესობა გაიზიარებს მიშას შეხედულებას. მაშინ რაღა აზრი აქვს ამ კანდიდატებს და არჩევნებს?“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები