პეტრე ცისკარიშვილი - როდესაც მთავრობა გეგმავს კონტრაქციას, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური

მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქნება პროევროპულად განწყობილი, მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი დავალება აქვთ და სამსახურიდან სთხოვეს, იძულებულები იქნებიან იდგნენ "ოცნების" აქციაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ახალგაზრდები, რომლებიც აქციაზე დგანან, არც "ოცნების" და არავის დავალებით არ აკეთებენ ამას.

"ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ქართული საზოგადოება, ახალგაზრდები გამოდიან "რუსული კანონის" წინააღმდეგ, ეს არის ბუნებრივი პროტესტი. ეს აქციები არავის მითითებით და დავალებით არ ხდება, ხოლო როდესაც მთავრობა გეგმავს კონტრაქციას, ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური, ჩამოყვანილი ხალხის ორგანიზებული თავყრილობა, რასაც არაფერი აქვს საერთო ბუნებრივ პოლიტიკურ მოთხოვნებთან, განცხადებებთან.

დარწმუნებული ვარ, 90 % იმ ადამიანებისაც კი, ვინც ადმინისტრაციულ რესურსს წარმოადგენს და იქ ჩამოიყვანენ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იქნება პროევროპულად განწყობილი, მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი დავალება აქვთ და სამსახურიდან სთხოვეს, იძულებულები იქნებიან იქ იდგნენ", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები