შალვა ნათელაშვილი - მივმართავთ უნგრეთის 199-დეპუტატიან პარლამენტს, დაიწყეთ იმპიჩმენტი ორბანის წინააღმდეგ

მივმართავთ უნგრეთის 199-დეპუტატიან პარლამენტს, დაიწყეთ იმპიჩმენტი, გადაყენების პროცედურა თქვენი პრემიერ ორბანის წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, უნგრეთის პრორუსი ხელისუფლება ცდილობს ოლიგარქი ივანიშვილი სანქციებს გადაარჩინოს, რის დადასტურებად ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტსა და "ქართული ოცნების" "ქება-დიდებას" მიიჩნევს.

"კრემლმა აამუშავა მაშველი რგოლები, რათა გადაარჩინოს პროპუტინისტი ოლიგარქი ივანიშვილი გარდაუვალ სანქცირებას. ამ საქმეში კი ჩართო თავისი ერთგული მეკავშირე, უნგრეთის პრემიერი ორბანი, რომლის მიერ დანიშნული ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გუშინ ჩამოვიდა ვიზიტით ივანიშვილის რეჟიმისთვის ქება-დიდების აღსავლენად, რითაც შეეცადა, გარკვეულწილად დაამუხრუჭოს სანქცირების გარდაუვალი პროცესი. 

ივანიშვილის სანქცირება უეჭველად დადგება და ვერანაირი კრემლისტური ლობი ამ პიროვნებას გარდაუვალი სასჯელისგან ვერ გადაარჩენს. 

უდიდეს პატივს ვცემთ უნგრელ ხალხს, ქართველი და უნგრელი ხალხის მეგობრობა ხანგრძლივია და ოქროს ფურცლებითაა შევსებული, მაგრამ იმ პროცესის მოთმენა, რასაც ვხედავთ მათი პრემიერისგან, დაუშვებელია და ჩვენ აუცილებლად აღვკვეთავთ ლობისტობას, საქართველოს დამანგრევლის გადასარჩენად გადადგმულ ნაბიჯებს. 

მივმართავთ უნგრეთის 199-დეპუტატიან პარლამენტს, დაიწყეთ იმპიჩმენტი, გადაყენების პროცედურა თქვენი პრემიერ ორბანის წინააღმდეგ, რადგან ამ პიროვნების საქმიანობა სახელს უტეხს უნგრეთის იმიჯს და ემსახურება პუტინის ინტერესებს, ასევე ემსახურება უკრაინაში სისხლისმღვრელი ომის გაგრძელებას“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები