უკრაინის უშიშროების სამსახურმა კადიროვზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვზე ძებნა გამოაცხადა.

უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, კადიროვი მიიჩნევა, როგორც "პირი, რომელიც წინასწარ გამოძიებას ემალება".

ამასთან, ის ეჭვმიტანილია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში, ასევე აგრესიულ ომში.

მანამდე კადიროვი ლიმანში რუსული ჯარების დამარცხების შემდეგ გამოვიდა მოწოდებით, რომ უკრაინის წინააღმდეგ "დაბალი სიმძლავრის ბირთვული იარაღი" იქნას გამოყენებული.

კადიროვის თქმით, მისი ჯარისკაცები უკრაინის ტერიტორიას ე.წ. "სპეციალური ოპერაციის“ დასრულების შემთხვევაშიც არ დატოვებენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები