მოსკოვის ცენტრში ძლიერი ხანძარია

მოსკოვის ცენტრში ძლიერი ხანძარია

მოსკოვში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. რუსეთის დედაქალაქის ცენტრი კვამლმა მოიცვა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ხანძარი მოსკოვის ცენტრში რკინიგზის სადგურთან გაჩნდა. ზოგიერთი მედიის ცნობით, კომსომოლსკაიას მოედანზე საწყობი იწვის.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ ყვავილების მაღაზია იწვის.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდარს სირთულის მეორე ხარისხი მიანიჭეს. ცნობილია, რომ შვიდი ადამიანი გადაარჩინეს. შენობაში სავარაუდოდ, ადამიანები კიდევ იმყოფებიან.