არმაზ ახვლედიანი - ძალიან სახიფათო პროექტია, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან მალე კანონად იქცევა

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ცალ-ცალკე რომ შემოიტანოს თავისი კანონპროექტი, თუნდაც  იდეალური, ხელისუფლების პოლიტიკური ნების არ არსებობის პირობებში, უშედეგოა, -  ამის შესახებ Front News-ს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განუცხადა. 

მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტით, რომელიც მალე კანონად იქცევა, ხელისუფლების ხელში აღმოჩნდა ბერკეტი, რასაც ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენებს. 

"პრობლემა ის კი არაა, რამდენად დროულია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ პროექტის პარლამენტში შეტანა, არამედ ის, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს ნება  ამ პრობლემის რეალურად გადაჭრის. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ცალ-ცალკე რომ შემოიტანის თავისი კანონპროექტი, თუნდაც იყოს იდეალური, როცა არ არსებობს მმართველი ძალის, ან უმრავლესობის სათანადო პოლიტიკური ნება,  შედეგი მაინც ვერ დგება. ამის მიუხედავად,  „ოცნება“ ახერხებს ისეთი კანონი მიიღოს,  რომელიც კვლავ ოპოზიციაზე გადატეხავს ჯოხს.  მე ამ კანონპროექტის საწინააღმდეგ მივეცი ხმა ორივე მოსმენისას, რადგან მიმაჩნია, რომ  ძალიან სახიფათო პროექტია, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან მალე კანონად იქცევა. 

"ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და მისთვის ჩვეული მეთოდებით ისეთი პროექტი შესთავაზა პარლამენტს, რომ დღეს არსებული პრობლემა, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, ისევ მოუგვარებელი რჩება, ამასთან ამ პროექტში „ქართულმა ოცნებამ“ ჩადო მექანიზმი, რომელიც სამომავლოდ გამორიცხავს ვინმეს მიერ ოპოზიციური ძალების დაფინანსებას, თუნდაც ეს იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალედ. ხელისუფლებას ექნება შესაძლებლობა დამფინანსებელს შეუქმნას პრობლემები“ , - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

გარდა ამისა, დეპუტატი განმარტავს, არცერთი კანონის მიღება არ არის საკმარისი, თუ ქვეყანაში გამართულად არ მუშაობს სასამართლო სისტემა და სხვა ინსტიტუციები. 

"საქართველოს მსგავს ქვეყანაში, დეოლიგარქიზაციის პროცესი უმნიშვნელოვანესია, იმის მიუხედავად, ვინაა ხელისუფლებაში, რადგან ოლიგარქიული ინსტიტუტი იძლევა შესაძლებლობას პირდაპირი და უხეში გავლენა მოახდინოს  პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე" , - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები