შალვა ნათელაშვილი - ვიწყებთ საერთაშორისო არენაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა, მთავრობის წევრთა და მოსამართლეების დასანქცირებაზე მუშაობას

ვიწყებთ საერთაშორისო არენაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა, მთავრობის წევრთა და მოსამართლეების დასანქცირებაზე მუშაობას, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, მხოლოდ ივანიშვილის დასანქცირება საკმარისი არ არის,  საჭიროა განეიტრალება ივანიშვილის გუნდის, რომელიც ქვეყანას რუსეთისაკენ მიათრევს. 

"ლეიბორისტული პარტიის" დაწყებული ბრძოლა ივანიშვილის დასანქცირებაზე, დღეს უკვე გადაიქცა დემოკრატიული სამყაროს პოზიციად და  მთავარ მოთხოვნად. ქართველი ხალხი მოუთმენლად ელოდება ოლიგარქის მიმართ დაწყებული საერთაშორისო სანქციების უსწრაფესად დაგვირგვინებას მისი სრული ბლოკირებისთვის, მაგრამ რჩება ივანიშვილისგან შექმნილი კრემლის "მეხუთე კოლონა“ სახელმწიფო აპარატის სახით, რომლის ნეიტრალიზაცია ასევე გარდაუვალი ამოცანაა, რადგან მათ დავალებული აქვთ საქართველოს ამოგდება ცივილიზაციური განვითარებიდან, მისი დაბრუნება მოსკოვის ორბიტაზე, გაწევრიანება  ОДКБ-ში, რუსეთის სამხედრო ორგანიზაციაში, ასევე გაერთიანება რუსეთის სავალუტო, საბაჟო კავშირში და ცხინვალ-აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ეს დავალება მათ მიღებული აქვთ მოსკოვიდან, ამაზე იდეოლოგიური მუშაობა მიდის აქტიური ტემპებით. შეგიძლიათ,  ჩართოთ ივანიშვილის კონტროლირებადი ტელევიზიები და იქ მოისმენთ ყველაფერს, რასაც მოგახსენებთ. 

ამიტომ, დღეიდან, "ლეიბორისტულ პარტიაში“ იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი და ვიწყებთ საერთაშორისო არენაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა, მთავრობის წევრთა და ყველა მოსამართლის - 340 მოსამართლეს დამატებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დასანქცირებაზე მუშაობას. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ გაეყინებათ შიდა და საერთაშორისო ანგარიშები, ჩამოერთმევათ ქონება, რომელიც შეიძინეს საზღვარგარეთის "ფეშენ" ადგილებში, ასევე გამოძევდებიან მათი ოჯახის წევრები უცხოეთის პრესტიჟული დაწესებულებებიდან. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციების პროცესი არ შეეხოს საქართველოს, ხალხს“, - განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები