პეტრე ცისკარიშვილი - მერაბიშვილი ხაბეიშვილს უჭერს მხარს, როგორც ერთ-ერთი მხარდამჭერი და ამ პროცესში, როგორც ამომრჩეველი

მერაბიშვილი ხაბეიშვილს უჭერს მხარს, როგორც ერთ-ერთი მხარდამჭერი და ამ პროცესში, როგორც ამომრჩეველი, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

"ქართულ პოლიტიკასთან მას კავშირის არ აქვს, ის ჩართულია საერთაშორისო პროექტებში Free Russia -პროექტში, სადაც რუსი და ბელორუსი ოპოზიციონერები არიან გაწევრიანებული, მაგრამ ის რომ ხაბეიშვილს უჭერს მხარს, როგორც ერთ-ერთი მხარდამჭერი და ამ პროცესში, როგორც ამომრჩეველი, ამასაც გიდასტურებთ.  უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეზე ხმა მიუწვდება პარტიის შიგნით სხვა ე.წ. ამომრჩევლებზე, ალბათ, იმათაც თხოვს მხარდაჭერას“, - განაცხადა ცისკარიშვილმა. 

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის წვლილს, რომ კანდიდატი ხაბეიშვილია, ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ მერაბიშვილს ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის.

"რა ფარდის მიღმა, ვანო მერაბიშვილი არის ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პირველი გენერალური მდივანი და ახლა ერთ-ერთი ამომრჩეველი და მხარდამჭერი. მე შეიძლება 2 ნოემბერს ვნახე ვანო, ან 14 ოქტომბერს და წავედით ერთად კაფეში და ყავა დავლიეთ, მერე რა?“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მისი კონკურენტის უკან მდგომი ფიგურები უნდა ღიად გამოჩნდნენ და არ უნდა დაიმალონ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები