საფრანგეთმა ავსტრალია დაამარცხა

საფრანგეთმა ავსტრალია დაამარცხა

“ალ იანუბის” სტადიონზე, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა საფრანგეთმა ავსტრალია 4:1 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში ავსტრალიელებმა გახსნეს და მე-9 წუთზე კრეიგ გუდვინმა უგო ლორისის კარი აიღო, თუმცა ფრანგები მალევე გააქტიურდნენ და პირველივე ტაიმში ადრიენ რაბიოს და ოლივიე ჟირუს გოლების წყალობით შეძლეს წინ გასვლა.

მეორე ნახევარში ევროპელთა დომინირება გაგრძელდა და 68-ე წუთზე კილიან მბაპემ მეტოქის კარი თავური დარტყმით აიღო. მალევე ოლივიე ჟირუმ მბაპეს გადაცემით ისარგებლა და დუბლი გაიფორმა, ამ გოლით ის ტიერი ანრის დაეწია და საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილს იყოფს ლეგენდარულ თავდამსხმელთან.

ეს D ჯგუფის მეორე შეხვედრა იყო, პირველ მატჩში დანიამ და ტუნისმა უგოლო ფრე ითამაშეს, შესაბამისად პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს საფრანგეთი უდგას სათავეში, მეორე-მესამე ადგილებს დანია და ტუნისი ინაწილებენ, ხოლო უკანასკნელ პოზიციაზე ავტრალიის ნაკრებია.

23 ნოემბერს ფეხბურთის გულშემატკივარს ოთხი მატჩი ელოდება:

14:00 საათზე - მაროკო - ხორვატია

17:00 საათზე - გერმანია - იაპონია

20:00 საათზე - ესპანეთი - კოსტა რიკა

23:00 საათზე - ბელგია - კანადა

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი