კელი დეგნანი - ვფიქრობთ, ანაკლია ძალიან დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განაცხადებით, აშშ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია. 

მისივე თქმით, ანაკლია დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში, შექმნის სამუშაო ადგილებს ამ რეგიონში და მის მიღმა.

"აშშ წლებია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია, რადგან მიგვაჩნია, რომ ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოს შავი ზღვისკენ ორიენტაციისთვის. ახლა ყველა ვხედავთ, ანაკლიის პორტი შარშან რომ დასრულებულიყო, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, ეს იქნებოდა უდიდესი წვლილი საქართველოსთვის, რადგან საქართველო ავითარებს თავის როლს ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვაში. ეს საქართველოსთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურაა განსავითარებლად, სწორედ ამიტომ უკვე გარკვეული დროა, მოუწოდებდა აშშ ანაკლიის პორტის განვითარებისკენ.

როგორც ვიცი, რამდენიმე გლობალური კვალიფიცირებული საპორტო ოპერატორია, რომელმაც დაინტერესება გამოთქვა ანაკლიის პორტით და მთავრობა მომავალი წლის დასაწყისში ტენდერის გამოცხადებას აპირებს. ვფიქრობთ, ანაკლია ძალიან დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში, ასევე შექმნის სამუშაო ადგილებს ამ რეგიონში და მის მიღმა. ასე რომ, ჩვენ ვრჩებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების დიდ მხარდამჭერად, რომელიც უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს და დაიცვას საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები