B ჯგუფიდან ფლეი-ოფში ინგლისი და აშშ ითამაშებენ

მსოფლიო ჩემპიონატის B ჯგუფის შეხვედრები დასრულდა. ინგლისმა უელსი 3:0 დაამარცხა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, აშშ-მა კი ირანს 1:0 სძლია და ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ბრიტანულ დერბიში ინგლისმა აშკარად დაჯაბნა უელსი და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მარკუს რაშფორდმა შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ფილ ფოდენის ანგარიშზეა.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ამერიკელებმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს მეტოქე, ერთადერთი გოლის ავტორი კრისტიან პულიშიჩია.

დღევანდელი სათამაშო დღის შემდეგ ცნობილია ფლეი-ოფის პირველი ორი წყვილის ვინაობა: 1/8 ფინალულ ეტაპზე, 3 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე ერთმანეთს აშშ და ნიდერლანდები დაუპირისპირდებიან, ხოლო 4 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე ინგლისი სენეგალთან მოსინჯავს ძალებს.

ხვალ ფეხბურთის გულშემატკივარს ტრადიციულად 4 შეხვედრა ელოდება წინ:

C ჯგუფის მატჩები დაიწყება 19:00 საათზე:

ავსტრალია - დანია

ტუნისი - საფრანგეთი

D ჯგუფის მატჩები დაიწყება 23:00 საათზე:

პოლონეთი - არგენტინა

საუდის არაბეთი - მექსიკა

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი